среда, 16 декабря 2009 г.

ისტორია
ასურელები, აისორები, ასირიელები, ასურები (არამ. ܐܬܘܪ̈ܝܐ) (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი), სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ცნობილი არიან აგრეთვე, როგორც სირიელები, აისორები (ეს სახელწოდება გავრცელებული იყო მეფის რუსეთში და დამამცირებლად ითვლებოდა). XVIII საუკუნის ქართულ წყაროებში დამოწმებულია სახელწოდება "ასურნი". ცხოვრობენ ძირითადად ირანში, ერაყში, სირიაში, თურქეთში, აგრეთვე აშშ-ში, და სომხეთში, საქართველოში (თბილისი, მცხეთისა და გარდაბნის რაიონები) და ყოფილ სსრკ-ის ევროპის ნაწილის დიდ ქალაქებში. ენა - ასურული.არამეული ენა, ნეო-არამეული ენა(ასურული ენა), არაბული (აგრეთვე: რუსული, ქურთული, სომხუ ასურელების წინაპრებს - არამეელებს ფართო ტერიტორია ეკავათ ახლო აღმოსავლეთში. არაბთა და მონღოლთა დაპყრობის შედეგად ასურეთის უმრავლესობამ ასიმილაცია განიცადა. რელიგია - ქრისტიანობა (უმთავრესად იაკობიტები, ნესტორიანელები, აგრეთვე ნესტორიანული წესის კათოლიკებიც (ქალდეველები),).მათ დგღეს თავიანთი სახელმწიფო ტერიტორია არ გააჩნიათ,მაგრამ აქვთ თავიანთ დროშა და ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციებს.დღეისათვის საკმაოდ ძლიერი დიასპორა აქვთ მოსკოვში.
მათი რიცხვი საქართველოსი 4 000 არ აღემატება

ტრადიცია და კულტურა
ასირიელები ძალიან ტრადიციული და წეს–ჩვეულებების მიმდევარი ხალხია.მათთან შესაძლებელია ქორწინება ნათესავებს შორის.ამას ხსნიან მათი სიმცირით, რათა გამრავლდნენ და არ მოხდეს ასიმილაცია,შერწყმა სხვა ხალხებთან.
ერთ– ერთი ტრადიციის მიხედვით აისორების ქორწილში სიძის მხარეს მოაქვს სიბმოლური ხე,რომელზედაც შებნეულია საჩუქრები და იწყება აუქციონი,ვინც მეტ ფულს გადაიხდის ეს საჩუქრებიანი ხეც მისი იქნება.შემდეგ ხდება ამ საჩუქრების დარიგება ქორწილში მოსულ სტუმრებზე.
ერთ–ერთი წესის მიხედვით როცა დედოფალი შეყავთ ოჯახში კედელს ესვრიან კარაქს იმის ნიშნად,რომ როგორც ეს კარაქი ჩამოსრიალდება კედელზე,ისე წასულიყოს ახალ–დაქორწინებულთა ცხოვრება.